სამშენებლო-დეველოპერული კომპანია შპს "იორკ ჰოლდინგ გრუპი" გამოხატავს წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის სურვილს და აფინანსებს იმ სტუდენტების სწავლის საფასურს, რომლებიც ფინანსური სიძნელეების გამო, ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას.
კომპანია განიხილავს სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც სწავლობენ ბიზნესის ადმინისტირების საბაკალავრო პროგრამაზე და მიმდინარე - 2025-2026 სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრის მდგომარებით:
- აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3,5);
- აქვთ მინიმუმ 50% ან/და 70% გრანტი;
- აქვთ ფინანსური სირთულეები და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გააგზავნონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნიშნების ფურცელი, ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გრანტის ოდენობის მითითებით) და დამატებით გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია 2025 წლის 22 დეკემბრის (ორშაბათი) 18:00 საათამდე შემდეგ მეილზე: megi.shakarishvili@yorktowers.com
დასაფინანსებლად სტუდენტების შერჩევას განახორციელებს კომპანია.
გისურვებთ წარმატებას!